ჩვენს შესახებ
უნიკალური თაფლი უძველესი გემოთი და თიხის ქოთანი 5500 წლიანი დიზაინით.
2003 წელს, საქართველოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისას, თრიალეთის ქედზე, შემთხვევით აღმოჩენილ დიგვაროვანი ქალის სამარხში, არქქეოლოგებმა თიხის ჭურჭელს მიაგნეს. მეცნიერული კვლევებისას დადგინდა, რომ კერამიკულ ჭურჭელში აღმოჩენილი თაფლი დაახლოებით 5500 წლისაა. ამდენად, უნიკალურმა აღმოჩენამ შეცვალა ისტორია ქართული თაფლი, დღემდე აღმოჩენილ უძველეს ეგვიპტურ ტუტანჰამონის თაფლზე 12 საუკუნით ძველია.
,,თაფლი და კომპანია ირინოლა'' დაარსდა 2017 წელს. კომპანია წარმოადგენს 200 წლიანი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებას. კომპანიის მიზანია აწარმოოს ნატურალური თაფლი, რომელიც დამზადებულია სამცხე-ჯავახეთის ალპური ზონის მინდვრის ყვავილებისაგან და წარმოადგენს უნიკალური სამკურნალო თვისებების პროდუქტს უმაღლესი ხარისხის გათვალისწინებით.