Irinola Honey
,, თაფლი და კომპანია ირინოლა,, ოჯახური ტრადიციებისა და საქართველოს უძველესი დარგის მეფუტკრეობის ისტორიული გაგრძელებაა. მსოფლიოში ცნობილი ქართული რუხი ფუტკრის ენდემური ჯიში, ჯერ კიდევ უძველეს წყაროებში მოიხსენიება, როგორც განსაკუთრებული თვისებების პოპულაცია. ცნობილია, რომ 2003 წელს სსაქართველოში ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენის მშენებლობისას, თრიალეთის ქედზე, შემთხვევით აღმოჩენილ დიდგვაროვანი ქალიის სამარხში, არქეოლოგებმა თიხის ჭურჭელს მიაგნეს. მეცნიერული კვლევებისას დადგინდა, რომ კერამიკულ ჭურჭელში აღმოჩენილი თაფლი დაახლოებით 5500 წლისაა. ამდენად, უნიკალურმა აღმოჩენამ შეცვალა ისტორია, ქართული თაფლი, დღემდე არსებულ უძველეს ეგვიპტურ ტუტანჰამონის თაფლზე 12 საუკუნით ძველია.